ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

28 სექტემბერი, 2020 • 3471
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

აღნიშნულ პოსტზე გიორგაძის დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება უკვე გამოცემულია.

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ხოლო 2019 წლის ივნისიდან დღემდე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მისი პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძის გადადგომის შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან სოსო გიორგაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში საჯარო სერვისების მიმართულების კურატორი იქნება.

როგორც ცნობილია, თეა წულუკიანი და მიხეილ სარჯევალიძე საპარლამენტო არჩევნებისათვის “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში იქნებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი