ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი აცხადებს, რომ ყარაბაღში აქამდე დაკარგული პოზიციები დაიბრუნა

28 სექტემბერი, 2020 • 783
სომხეთი აცხადებს, რომ ყარაბაღში აქამდე დაკარგული პოზიციები დაიბრუნა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  სომხეთმა კვლავ დაიბრუნა პოზიციები, რომელიც 27 სექტემბერს, აზერბაიჯანთან საბრძოლო შეტაკებების დროს დაკარგა.

უწყების ცნობითვე, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმიდინარებდა, რის შედეგადაც არწახის [ყარაბაღის] არმიის კონტრშეტევის დროს დიდია მოწინააღმდეგის დანაკარგი, როგორც სამხედროების, ასევე სამხედრო ტექნიკის სახით.

სომხური მხარის განცხადებითვე, აზერბაიჯანის არმიის სამხედროთა ათეულობით ცხედარი მათ მხარესაა.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. ორივე მხარეს ჰყავს მსხვერპლი. გარდაცვლილი არიან მშვიდობიანი მოქლააქეებიც. მხარეები სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი