ახალი ამბები

თბილისის წიგნის ფესტივალი ბელარუსისადმი მიძღვნილი აქცია-პერფორმანსით დაიხურა

28 სექტემბერი, 2020 •
თბილისის წიგნის ფესტივალი ბელარუსისადმი მიძღვნილი აქცია-პერფორმანსით დაიხურა

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე, 27 სექტემბერს, ფესტივალის წარმომადგენლებმა ქართულ, ინგლისურ და ბელარუსულ ენებზე ბელარუსი მწერლებისა და ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი საჯარო წერილი წაიკითხეს. ქართველმა მწერლებმა კი ბელარუსული სათვისტომოს წარმომადგენელ ოლგა გრადინართან ერთად ქართულ და ბელარუსულ ენებზე ბელარუსული ლექსები წაიკითხეს.

წელს წიგნის ფესტივალი სრულად ონლაინ ფორმატში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ფეისტივალის ფეისბუკ გვერდზე 35-ზე მეტი ღონისძიება პირდაპირი ჩართვის რეჟიმში გაიმართა. ამასთან, წელს ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მონაწილეობდა.

ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალის ონლაინ გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომაროება დამძიმდა და კულტურულ ღონისძიებებზე შეზღუდვები დაწესდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი