ახალი ამბები

აზერბაიჯანის თქმით, დაპირისპირებისას დაშავდა 19 სამოქალაქო პირი

27 სექტემბერი, 2020 • 698
აზერბაიჯანის თქმით, დაპირისპირებისას დაშავდა 19 სამოქალაქო პირი

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირებისას დაშავდა სულ მცირე 19 სამოქალაქო პირი.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ადამიანების გარდა, დაშავდა ასევე საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება სომხეთს, მანამდე ქვეყნის ოფიციალური უწყებები ამბობდნენ, რომ მათი მხრიდან დაიღუპა 16 და დაშავდა ასობით ადამიანი.

გარეკანი ფოტო: შეტაკებისას დაზიანებული საცხოვრებელი სახლი/წყარო apa.az


27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა.

მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთსა და ყარაბაღში საყოველთაო მობილიზებაა გამოცხადებული.

აზერბაიჯანი საუბრობს „ოპერაციაზე სრულ ფრონტზე“.

ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი