ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის დე ფაქტო სამინისტრო: გვყავს 16 დაღუპული

27 სექტემბერი, 2020 • 698
ყარაბაღის დე ფაქტო სამინისტრო: გვყავს 16 დაღუპული

ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე არტურ სარქისიანი აცხადებს, რომ მათ მხარეს დღეს განახლებული შეტაკებების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

ჯერჯერობით აზერბაიჯანს არ დაუზუსტებია დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, თუმცა დილას გამოაცხადა, რომ მსხვერპლი მათ მხარესაც არის.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა.

მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთში და ყარაბაღში საყოველთაო მობილიზებაა გამოცხადებული. აზერბაიჯანი საუბრობს „ოპერაციაზე სრულ ფრონტზე“.

ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი