ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვლოცულობ მშვიდობისთვის კავკასიაში – რომის პაპი ყარაბაღზე

27 სექტემბერი, 2020 • 1058
ვლოცულობ მშვიდობისთვის კავკასიაში – რომის პაპი ყარაბაღზე

რომის პაპი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.

„ვლოცულობ მშვიდობისათვის კავკასიაში და ვთხოვ კონფლიქტის მხარეებს, კეთილი ნებისა და ძმობის დასადასტურებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგან, რაც მიგვიყვანს პრობლემების მოგვარებამდე არა ძალისა და იარაღის გამოყენებით, არამედ დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით”, – ეს სიტყვები პაპმა ფრანცისკემ საკვირაო ქადაგებისას წარმოთქვა წმინდა პეტრეს მოედანზე, ვატიკანში.

პაპმა ფრანცისკემ, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანში 2016 წელს იმყოფებოდა, განაცხადა, რომ შეშფოთებულია შეტაკებების განახლების შესახებ ცნობების. მან მლოცველებს სთხოვა, მასთან ერთად ელოცათ რეგიონში მშვიდობისათვის.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთში და ყარაბაღში საყოველთაო მობილიზებაა გამოცხადებული. აზერბაიჯანი საუბრობს „ოპერაციაზე სრულ ფრონტზე“.

ვრცლად:

ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი