ახალი ამბები

საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობას დამყარებას – საგარეო ყარაბაღზე

27 სექტემბერი, 2020 • 1182
საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობას დამყარებას – საგარეო ყარაბაღზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ შეშფოთებით აკვირდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას.

გავრცელებულ განცხადებაში უწყება იმედს გამოთქვამს, რომ ცეცხლის შეყწვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება. სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება.

იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

საქართველო მოვუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის.

ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


დღეს დილით სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ყარაბაღში, არწახის მიმართულებით აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს. თავის მხრივ, ოფიციალური ბაქო კი აცხადებდა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა “ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს”.

მალევე მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა და სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ცოტა ხნის წინ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა სომხეთშიც.

ვრცლად:

ყარაბაღში საომარი სიტუაცია გამოცხადდა, ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლზეც

მასალების გადაბეჭდვის წესი