ახალი ამბები

$1-ის ღირებულება 3.33 ლარი გახდა

25 სექტემბერი, 2020 • 803
$1-ის ღირებულება 3.33 ლარი გახდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 4 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად, 1 აშშ დოლარი 3.33 ლარი ღირს.

ლარი თითქმის 5 თეთრით გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. ერთი ევრო დღეიდან 3.88 ლარი ღირს.

როგორც წესი, უცხოური ვალუტები გაცილებით ძვირი ღირს ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება თითქმის 3.37 ლარამდე ღირს, ევროს ყიდვა კი 3.91 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი