ახალი ამბები

მიხეილ რამიშვილი: მეც აუცილებლად დამაკავებენ

25 სექტემბერი, 2020 •
მიხეილ რამიშვილი: მეც აუცილებლად დამაკავებენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დავით ფურცხვანიძის შემდეგ მის დაკავებასაც ელოდება. ფურცხვანძემ რამიშვილს ე.წ. სატელიტის ფოტოები მიაწოდა, რომელსაც პროკურატურა “დილეტანტურად გაყალბებულს” უწოდებს:

“წყარო იყო ის ჩვეულებრივად, რომელმაც თქვა, რომ სხვა წყაროსგან მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც ბატონი დავით ფურცხვანიძე დააკავეს, თუ იმაზეა საუბარი, რომ ეს არის ე.წ. გაყალბებული ფოტომასალა, მე გავასაჯაროვე, მე მოვიტანე და მე გადავეცი ინფორმაცია გამოძიებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მე დამაკავებენ აუცილებლად, ჩამომაშორებენ საქმეს და ეს არის პირდაპირ იმის ნიშანი, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება მკვლელებს, დამნაშავე ჯგუფს აფარებს ხელს”, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

დავით ფურცხვანიძე დღეს, 25 სექტემბერს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ფურცხვანიძის ოჯახის წევრმა ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” დაადასტურა. ამ დრომდე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებენ პროკურატურაში, თუმცა ამბობენ, რომ 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

ვინ არის პირი, ვინც რამიშვილს „სატელიტის კადრები“ მიაწოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი