ნეტგაზეთი | ცხინვალიდან გაათავისუფლეს პირი, რომელსაც “ღამურებით ვაჭრობაში” სდებდნენ ბრალს ცხინვალიდან გაათავისუფლეს პირი, რომელსაც “ღამურებით ვაჭრობაში” სდებდნენ ბრალს – Netgazeti
RU | GE  

ცხინვალიდან გაათავისუფლეს პირი, რომელსაც “ღამურებით ვაჭრობაში” სდებდნენ ბრალს

ოსურმა მხარემ რამდენიმე თვის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლა. მას ცხინვალი ბრალს სდებდა “ღამურებით ვაჭრობაში”.

ინფორმაცია მღებრიშვილის გათავისუფლების შეახებ ქართული მხარისთვის ცნობილი გახდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 16 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით 3 ივლისს დააკავეს,  დაინტერესებული იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბინადარი ღამურებით, რომლებიც 5-10 ათას აშშ დოლარად „ლუგარის ლაბორატორიისთვის“ უნდა მიეყიდა. ბრალდებას თბილისში აბსურდულს უწოდებენ.

21 აგვისტოს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამ დრომდე გაურკვეველია კიდევ ერთი დაკავებულის, ზაზა გახელაძის ბედი. მღებრიშვილის მსგავსად, ისიც უკვე რამდენიმე თვეა ცხინვალშია დაპატიმრებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი