ახალი ამბები

ლაითურში კორონავისუსის შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა

25 სექტემბერი, 2020 •
ლაითურში კორონავისუსის შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა

კორონავისუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სპეციალურად ამოქმედდა ცხელი ხაზი.

“ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცავთა მიერ. განხორციელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. მოვუწოდებთ მათ, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება”,  — ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ოზურგეთის მერიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი