ახალი ამბები

რეგულაციების დარღვევებისთვის ამ დროისთვის 10 ათასმდე ჯარიმაა გამოწერილი — მეზვრიშვილი

24 სექტემბერი, 2020 • 921
რეგულაციების დარღვევებისთვის ამ დროისთვის 10 ათასმდე ჯარიმაა გამოწერილი — მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის 10 ათასამდე ჯარიმაა გამოწერილი. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

“ამ დრომდე დაახლოებით 9-10 ათასამდე ჯარიმა არის გამოწერილი. აქედან ნაწილს კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული ჯარიმები უკვე გადახდილი აქვს. ამ კუთხით კონტროლი, ანუ რეგულაციების აღსრულების კუთხით კონტროლი გამკაცრებულია”, — განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მასშტაბური ღონისძიებების დაჯარიმების შემთხვევები იყო, თუმცა ის ერთეული შემთხვევები, რომელიც საზოგადოების თვალს მოხვდა,  მასშტაბური შემთხვევები არ არის.

“რეალურად ამას საზოგადოება პასუხისმგებლობით მოეკიდა იმიტომ, რომ ბოლო კლასტერები, რაც გვქონდა, უმრავლესობა იყო მსგავსი სოციალური ღონისძიებებიდან, განსაკუთრებით, ქორწილებიდან”, — განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი