ნეტგაზეთი | ვინ არიან იუთუბერები ? | საუბრები მომავლის პროფესიაზე ვინ არიან იუთუბერები ? | საუბრები მომავლის პროფესიაზე – Netgazeti
RU | GE  

ვინ არიან იუთუბერები ? | საუბრები მომავლის პროფესიაზე

გიოცნებიათ, იდეალურ სამსახურზე. ისეთზე, სადაც არ გყავს უფროსი, გასაზღვრული გრაფიკი, მუშაობ სახლიდან, აკეთებ იმას რაც გიყვარს და ამით გამოიმუშავებ ფულსაც? ამ სტატიაში ვისაუბრებთ მომავლის პროფესიაზე – იუთუბერობაზე.

იუთუბერები ის ადამიანები არიან, ვინც იუთუბისთვის ქმნიან სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებს, იკრებენ აუდიტორიას და ამ საქმეს საბოლოოდ შემოსავლის წყაროდ აქცევენ. ამ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი იუთუბერი შვედი PewDiePie-გახლავთ. მას Youtube-ზე ყოფნის 10 წლიანი ისტორია და 107 მილიონი გამომწერი ჰყავს. სხვადასხვა წყაროს ცნობით მისი წლიური შემოსავალი 50 მილიონ დოლარზე მეტია.

შთაგონებისთვის PewDiePie-ს არხზე ვიდეოების ბოლო სერია ეძღვნება თამაშ Among us-ის შესახებ გადაღებულ ვიდეოებს.

2018 წელს ინდურმა ხმის ჩამწერმა კომპანია T-Series-მ მოუწოდა თავის მომხმარებლებს, გამოეწერათ მათი იუთუბ არხი და ექციათ T-Series იუთუბის ახალი მეფედ. თუმცა ამის პარალელურად მთელ მსოფლიოში PewDiePie-ს მხარდამჭერი კამპანიები დაიწყო. ეს “ომი” დახლოებით ნახევარ წელს გაგრძელდა.

ახლა კი ერთ ჩინელ ვლოგერზე, Li ziqi-ზე უნდა მოგიყვეთ, ალბათ გინახავთ კიდეც იუთუბის არხი მისი მშვენიერი ვიდეოებით. Li ziqi ბებიასთან ერთად ცხოვრობს ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში და ჩინური ტრადიციული მეთოდებით ამუშავებს მიწას, მოჰყავს მოსავალი და ამზადებს ათასგვარ გემრიელ საჭმელს.

ვიდეოები, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგადაა გადაღებული, ინფორმაციულიცაა. ლი ზიქი პატარა იყო, როცა დაობლდა და ბებია-ბაბუასთან გადავიდა საცხოვრებელად. მან ბევრგვარი სამუშაო გამოცდილება დააგროვა, ბოლოს კი ადგილობრივ ონლაინმაღაზიაში თავისი მომზადებული საკვების გაყიდვით შეძლო საკუთარი თავის რეალიზებაც და გადარჩენაც. მას ამჟამად იუთუბზე 12 მილიონზე მეტი გამომწერი და გულშემატკივარი ჰყავს და აკეთებს იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარს.

ამ ვიდეოში ის საახალწლო ტკბილეულს ამზადებს.
კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ქართველ იუთუბერს შეგახვედრებთ. მის ვიდეოებს თუ ნახავთ, შეამჩნევთ, როგორი პროფესიონალური მიდგომა აქვს H1Ta-ს, იგივე დათო ალავიძეს საკუთარი საქმისადმი. ჩვენთან საუბარში მან გაიხსენა ის გზა, რაც იუთუბერობისას განვლო:
“იუთუბერობის პირველ თვეში ჩემმა არხმა გამოიმუშავა 1 დოლარი, შემდეგ თვეში უკვე 7, მომდენოში კიდევ 27 დოლარი და ასე შეიძლება ითქვას, რომ იუთუბის ქართულ კონტენტზე თვეში საშუალოდ 300-500 დოლარი შეიძლება გამოიმუშავო.”

„მაგალითად თუ მოგწონს ვიდეო თამაშები ან ცხოვრობ სოფელში და უვლი შენ პატარა ბაღს, შეგიძლია ამის შესახებ გადაიღო ვიდეო და ამან მოგიტანოს დიდი შემოსავალი. ამ ყველაფრის უამრავი მაგალითია.

იუთუბერობა მომავლის პროფესიაა, აქ არ გყავს უფროსი, არ გაქვს მკაცრად გაწერილი სამუშაო გრაფიკი, მაგრამ მუშაობ ისე, როგორც გაწყობს. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში, სოფელსა თუ ქალაქში ხარ, ასაკიც უმნიშვნელოა, მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, ამ საქმისთვის პრაქტიკულად არ გჭირდება არანაირი ინვესტიცია.

ერთი მობილურით შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, და რაც ყველა საინტერესოა, ამ სფეროში არ არსებობს კონკურენცია, იუთუბის შექმნის მთავარი იდეა იყო, რომ ყველას აქვს ხმა, თითოეული მაყურებელი შეიძლება „კრეატორიც“ გახდეს და ეს კონკურენციას ვერ გაზრდის, რადგან იუთუბის ნახვების 70% სხვა არხებიდან შემოთავაზებულ ვიდეოებზე მოდის.

როდესაც ხდები იუთუბერი, მთავარია, მოაგროვო 1000 გამომწერი და ყველა ვიდეოზე ჯამურად ნახვის დრო 4000 საათი, ამის შემდეგ ხდები Google-ის პარტნიორი და შენი თითოეული ნახვა გამოიმუშავებს თანხას, გარდა ამისა შემოსავლის წყარო არის კოლაბორაცია სხვადასხვა ბრენდთან, ასევე დონაცია, როდესაც გამომწერები გირიცხავენ თანხას, ან მერჩი როდესაც გამომწერები ყიდულობენ შენს მაისურს ან სხვადასხვა აქსესუარებს. ყველაფერი შეგვიძლია ვისწავლოთ იუთუბზე, იუთუბერობაც კი.

თვითონ იუთუბზე მილიონობით ადამიანი შედის და ის ყველაზე მოთხოვნადი პლატფორმაა Google.com-ის შემდეგ. რაც შეეხება საქართველოს იუთუბერობა რამდენიმე გამორჩეული პლუსი აქვს, მაგალითად გავლენა საზოგადოებაზე ან აუდიტორიის დიდი სიყვარული. ფინანსური მხარე ისე ძლიერად არ აქვს როგორც საზღვარგარეთ, თუმცა ესეც ვითარდება. ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, რადგან მონეტიზაციას განსაზღვრას ის თუ რომელ ქვეყანაშია შენი მაყურებელი. დავუშვათ თუ საქართველოში იმყოფები და გინდა საერთაშორისო კონტენტი გააკეთო ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

თუ კომპანია იუთუბერს აიყვანს, ის იუთუბერი აღარ იქნება და უფრო კომპანიის ბლოგერს დაემსგავსება. ნებისმიერი ურთიერთობა იუთუბერსა და კომპანიის მფლობელს შორის არის ორი თანაბარუფლებიანი მხარის მოლაპარაკება და აქ არ აქვს მნიშვნელობა არც კომპანიის სიდიდეს და არც იუთუბერის გამომწერის რაოდენობას. მთავარია მაქსიმალურად გულწრფელი იყო საკუთარ აუდიტორიასთან, შეიძლება ითქვას, რომ ამაზე გადის წარმატების ხაზი. ამ ნიუანსის და კიდევ სხვა მრავალი ღირსების გამო, რაც იუთიბერობას გააჩნია შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მომავლის პროფესია“

ასე რომ, მგონი, ეს სივრცე ღირს დაფიქრებად, ძალების მოსინჯვად და ახალი ჰორიზონტების აღმოსაჩენად. ახალი დროის გამოწვევების კვალდაკვალ „საქართველოს ბანკმა“ წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია „ინსორსთან“ პარტნიორობით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტის მიზანია შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა და იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებმაც ახალ რეალობაში ახალ პროფესიაზე დაიწყეს ფიქრი.

პროექტი ორიენტირებულია ადამიანებს ახალი გამოწვევები დაანახოს, მისცეს მიზეზი, ხელახლა დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების და განავითარონ არსებული უნარები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ მასალების მომზადება, რათა დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ წვდომა ისეთ ინფორმაციაზე, როგორიცაა შრომის ბაზარზე დღეს არსებული ვითარება. პროექტი ასევე ეხმარება ახალგაზრდებს იმის განსაზღვრაში, თუ რომელი პროფესიებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი