საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტოორბის შესარჩევი კონკურსიდან ალექსანდრე ვახატნგოვმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან დღეს, 24 სექტემბერს, სამეურვეო საბჭოს წევრებთან გასაუბრებისას განაცხადა.
მისი თქმით, პირველი ტურის შედეგებიდან მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ საბჭო გენერალური დირექტორის კანდიდატურაზე უკვე ჩამოყალიბებული იყო.
“მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას. თიკოს [თინათინ ბერძენიშვილს] გადაეცით, ძალიან კარგი გოგოა და ალბათ, ისევ მას აირჩევთ, ჩემთან არის ნამუშევარი, ვიცნობ და ნამდვილად ჭკვიანი და კარგი გოგოა”, — განაცხადა ვახტანგოვმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის დასაკავებლად გამოცხასდებული კონკურსის ბოლო ტურში მონაწილეობას სამი ადამიანი აგრძელებს: 1. ირმა სოხაძე; 2. ხათუნა ლაგაზიძე და 3. თინათინ ბერძენიშვილი.
ამჟამად სწორედ ბერძენიშვილი ასრულებს მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას.