ახალი ამბები

“ბაღებზე დამატებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”

24 სექტემბერი, 2020 •
“ბაღებზე დამატებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”

ჯერჯერობით უცნობია, აღდგება თუ არა გეგმისამებრ პირველ ოქტომბერს სწავლა საბავშვო ბაღებში. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ პრესკონფერენციაზე არაერთი კითხვის მიუხედავად, ამ თემაზე კომენტარი არ გაკეთებულა.

“ბაღებთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რის შესახებაც საზოგადოებას ეცნობება”, – მისწერეს ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციიდან.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში – სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება მხოლოდ I-VI კლასელი ბავშვებისთვის.

რაც შეეხება ფოთსა და გორს, ამ ქალაქებში ყველა კლასის მოსწავლეები დაბრუნდებიან სკოლებში. სწავლა ისევ შეზღუდულად, ონლაინ რეჟიმში წარიმართება აჭარის სკოლებში და ჯერ უცნობია, როდის შეძლებენ ბავშვები საკლასო ოთახებში დაბრუნებას.

საქართველოს დანარჩენ ქალაქებსა და სოფლებში სწავლა ჩვეულებრივ, საკლასო ოთახებში გაგრძელდება ყველა კლასისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი