თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგნელის, მარინა ენდელაძის განმარტებით, დღეს, 24 სექტემბერს გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარაში — 164
- თბილისში — 34
- იმერეთში — 22 (ქუთაისი —15, წყალტუბო —3, თერჯოლა —1, საჩხერე —1, ბაღდათი —2)
- სამეგრელო-ზემო სვანეთში — 15
- გორში — 1
- მარნეეულში — 1
- მცხეთაში —1
ასევე, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია 5 შემთხვევა.
მარინა ენდელაძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 18 კრიტიკული პაციენტია, რომელთაგან 8 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, 2 — თბილისში, 2 — გორში, 2 საჩხერეში და ქუთაისში — 3.
24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4399 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.
ამავე ვებგვერდის თანახმად, კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 62 -ით გიაზარდა და 1705 გახდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 2669 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 640 პირი კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი, დანარჩენები კი კლინიკაში მკურნალობენ.
ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390 ადამიანი.
