24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4399 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.
ამავე ვებგვერდის თანახმად, კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 62 -ით გიაზარდა და 1705 გახდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 2669 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 640 პირი კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი, დანარჩენები კი კლინიკაში მკურნალობენ.
ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390 ადამიანი.