ახალი ამბები

ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში გამოვლინდა — მარინა ენდელაძე

23 სექტემბერი, 2020 • 863
ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში გამოვლინდა — მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის განმარტებით, დღეს, 23 სექტემბერს გამოვლენილი კორონავირუსის 227 შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარაში — 165
  • თბილისში — 34
  • რუსთავში — 4
  • იმერეთში — 14 ( 2 თერჯოლაში და 12 ქუთაისში)
  • გურიაში — 4 ( 1 ლანჩხუთში და 3 ოზურგეთში)
  • დუშეთში — 1
  • ზუგდიდში — 2.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 227 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა Covid 19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი, 24-ე პაციენტი.

ამასთანავე, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 69-ით გაიზარდა.

სულ საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 1643, ხოლო გარდაიცვალა 24. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი