ნეტგაზეთი | საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა – Netgazeti
RU | GE  

საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული. 70 წლის კაცი ინფექციურ საავადმყოფოში დღეს, 23 სექტემბერს, გარდაიცვალა. ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, მარინა ენდელაძის თქმით, პაციენტს თანმხლევი დაავადებები აღენიშნებოდა, ამასთან, ხორხის კიბოზე ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა.

“მისი მდგომარეობა Covid-19-ის მხრივ გარკვეულწილად გაუმჯობესდა, რადგან უკვე სამ და ოთხ სექტემბერს ტესტის პასუხით ვირუსი არ ჰქონდა. 11 სექტემბერს ტესტი კვლავ გავიმეორეთ და კვლავ უარყოფითი იყო, მაგრამ მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, რაც გულისხმობს ონკოლოგიურ პათოლოგიებსა და კიდევ მრავალ სხვა პათოლოგიას, პაციენტის გამოყვანა მდგომაროებიდან ვერ მოხერხდა. დღეს დილით, 8 საათზე გარდაიცვალა”,-ამბობს ენდელაძე.

საქართველოში 23 სექტემბერს კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4140 გახდა.

69-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 1 643 გახდა.  ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 5390 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 და კოვიდ სასტუმროში იმყოფება 640 პირი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი