ახალი ამბები

გერმანია მოქალაქეებს აფრთხილებს, საქართველოში არააუცილებელი მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

22 სექტემბერი, 2020 • 1385
გერმანია მოქალაქეებს აფრთხილებს, საქართველოში არააუცილებელი მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არააუცილებელი მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. როგორც სამინისტრო განმარტავს, გაფრთხილების მიზეზი ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა.

როგორც გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო კორონავირუსის გავლენას შედარებით ნაკლებად განიცდის, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებში შემთხვევების აქტიური მატებაა, ამ მხრივ კი აქცენტი აჭარაზე კეთდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან ქვეყანაში შეუზღუდავი შემოსვლის უფლება აქვთ გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან შემოსულ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეობა ან გრძელვადიანი ბინადრობის უფლება აქვთ.

15 სექტემბრიდან კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული  ხუთი ქვეყნიდან  ჩამოსულმა პირებმა 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ, ან თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე ტესტირება უნდა ჩაიტარონ და ტესტის პასუხის მიღებამდე ( 8 საათი) იზოლაციაში გაატარონ,

მასალების გადაბეჭდვის წესი