ახალი ამბები

22 სექტემბერი: საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

22 სექტემბერი, 2020 • 774
22 სექტემბერი: საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 22 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

ერთ-ერთი გარდაცლილია 77 წლის ქალი, რომელიც ქუთაისის კლინიკა “ბომონდში” სამკურნალოდ ბათუმიდან იყო გადმოყვანილი. გარდაცვლილთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როგორც კლინიკაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდაც რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი მწვავე პნევმონია, თავის ტვინის ქერქის ატროფია, დაუზუსტებელი მწვავე ინსულტი, ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ფუნქციური კლასი და შაქრიანი დიაბეტი. მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“,- ამბობს „კლინიკა ბომონდის“ კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

მეორე გარდაცვლილი კი 67 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი