ახალი ამბები

ხაზარაძის თქმით, “ლელო” 25%-ზე მეტ ხმას მიიღებს

21 სექტემბერი, 2020 • 1170
ხაზარაძის თქმით, “ლელო” 25%-ზე მეტ ხმას მიიღებს

“ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ 2020 წლის არჩევნებში პარტია 25%-ზე მეტ ხმას მიიღებს. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

“ყველა ბოლოდროინდელი კვლევა აცდენილია [ერთმანეთთან] დროში, ციფრებში, სივრცეში. ერთი რამ არ არის აცდენილი მხოლოდ, ეს არის გადაუწყევეტელი ამომრჩევლის რაოდენობა, რომელც არის ძალიან დიდი. ზოგ კვლევაში (NDI) 60%-ზე მეტი, ზოგში 40%-ია. ეს არის ის ამომრჩეველი, რომლის უმეტესი ნაწილი “ლელოს” დაუჭერს მხარს. ჩვენ ვუყურებთ, რომ ეს იქნება მთლიანი (ამომრჩევლების) 25%-ზე მეტი”, – აცხადებს ხაზარაძე.

ბოლო პერიოდში არაერთი კვლევა გამოქვეყნდა, ნაწილი -ტელევიზიების დაკვეთით, ხოლო ნაწილი- საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით, თუმცა ლელო მიახლოებითაც არ არის იმ რიცხვთან ახლოს, რაც დღეს ხაზარაძემ დაასახელა. ხაზარაძე ამ გარემოებას ასე ხსნის:

“რატომ არ აისახება ეს [რეიტინგი] რიცხვებში? იმიტომ, რომ ჩვენ ახლები ვართ პოლიტიკაში, გადაუყწვეტელი ამომრჩეველი ჩვენ გვაკვირდება, წარმოვადგინეთ ახალი სახეების, პროფესიონალების ფანტასტიკური გუნდი, უპრეცედენტო კვალიფიკაციის გეგმა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო. წარსულ ხელისუფლებაზე აღარ ვლაპარაკობ, ჩვენი ოპონენტი “ქართული ოცნებაა”. ისინი [ამომრჩევლები] აკვირდებიან ჩვენს სიას, იმ მარათონს და დებატებს, რომელსაც ჩვენ წავმართავთ და თქვენ ნახავთ შედეგებს, რომ იქნება გადამწყვეტი ამ არჩევნებისთვის”, – აცხადებს ხაზარაძე.

მისივე თქმით, სოციოლოგიურ კვლევებს “ლელოც” ატარებს. ხაზარაძემ ამ შედეგებთან დაკავშირებით დღეს მხოლოდ ის თქვა, რომ ამ კვლევებით “ლელო” არის ერთადერთი პარტია “ზრდის ტენდენციით”. მისივე თქმით, პარტიას უკვე 90 ათასზე მეტი პარტიის წევრი/რეგისტრირებული მხარდამჭერი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი