ახალი ამბები

ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის – კალაძე სააკაშვილზე

21 სექტემბერი, 2020 • 691
ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის – კალაძე სააკაშვილზე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ის ეთანხმება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სსააკაშვილის განცხადებას კოალიციურ მთავრობაზე. კერძოდ, სააკაშვილმა თქვა, რომ მომავალ მთავრობაში პარტიული კოალიციის პერსპექტივებს ვერ ხედავს. სწორედ ამიტომ, ის იმედოვნებს, რომ არჩევნებზე სწორედ ენმ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას.

“ზოგადად, ამაში ვეთანხმები [სააკაშვილს]. არც მე არ მჯერა კოალიციური მთავრობის და დღეს ამის აუცილებლობა ნამდვილად არ არის. დღეს პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც იმის რეალური შესაძლებლობა აქვს, რომ არჩევნები დაასრულოს ძალიან მაღალი შედეგით, ისე, რომ კოალიციური მთავრობის საჭიროება არ იყოს”, – განაცხადა კალაძემ.

სააკაშვილის 21 სექტემბრის განცხადებას კოალიციური მთავრობის შესახებ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციური პარტიებიდანაც, რის შემდეგაც მან განცხადება გაავრცელა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, ოპოზიციის თავდაპირველი შეთანხმება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება, თუმცა, “რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია, “ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და, ამავე დროს, უმრავლესობის მოსაპოვებლად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი