ახალი ამბები

ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთლიანად აერია თავგზა — ვაშაძე

21 სექტემბერი, 2020 • 1293
ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთლიანად აერია თავგზა — ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ სწუხს, რადგან მას “მთლიანად აერია თავგზა”.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 20 სექტემბერს განაცხადა, რომ პარტიული” კოალიციის პერსპექტივებს ვერ ხედავდა. ის ასევე იმედოვნებდა, რომ ენმ შეძლებდა უმრავლესობის მოპოვებას.

ვაშაძის თქმით, ენმ საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელის ფუნქციას ასრულებს.

“ეს არის ცრუ დილემა, რომელიც გუშინ მიხეილ სააკაშვილმა წამოაყენა. ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთკიანად აერია თავგზა. პირდაპირ ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, მოიპოვოს მეტი მანდატი, უბრალოდ, იმით, რომ დაასუსტოს სხვა ოპოზიციური ძალები, არის უსუსტესი მცდელობა და ეს არ გაუვა იმიტომ, რომ საქართველო არჩევანს წარსულსა და მომავალს შორის აკეთებს.

სამწუხაროდ, “ნაცმოძრაობის” აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ებღაუჭებიან წარსულს და ამოცანა აქვთ, რომ წარსულის დიდებით მეტი მანდატი აიღონ და შეინარჩუნონ მთავარი ოპოზიციური ძალის ფუნქცია საქართველოში”, — განაცხადა ვაშაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

“საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური”, – ამ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ენმ-ს ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს მას შემდეგ, რაც მან სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ “პარტიული” კოალიციის პერსპექტივებს ვერ ხედავს. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ენმ უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს.

შემდგომი მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური – სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი