ახალი ამბები

სენაკის სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა, სწავლა ონლაინ გრძელდება

21 სექტემბერი, 2020 • 1112
სენაკის სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა, სწავლა ონლაინ გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ თეკლათის სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.

სამინისტროს ცნობით, სკოლა დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს, ყველა პედაგოგი და მოსწავლე თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, სწავლა ონლაინ გაგრძელდება, სკოლის შენობას კი დეზინფექცია უტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი