ახალი ამბები

შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 სექტემბერი, 2020 •
შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში Covid-19 თანამშრომლებს ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. რაც შეეხება მათ სამუშაო ადგილებს, სამინისტროს ინფორმაციით, 10 შემთხვევა აჭარაში, 2-თბილისში, 1 კი სამეგრელოში დაფიქსირდა.

  • 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში;
  • 3 შემთხვევა- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში;
  • 1 – ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში;
  • 1 – აჭარის პოლიციის დეპარტამენტში;
  • 1 – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში;
  • 2 – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში;
  • 1 – თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში;
  • 1 – თბილისში, დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში;
  • 1 – სამეგრელოში, განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოში.

სამინისტროს ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და ჩაუტარდა ტესტები. ასევე, დეზინფექცია ჩაუტარდა იმ შენობებს, სადაც დაინფიცირებულები სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ.

შსს-ს ინფორმაციით 13-ვე თანამშრომლის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 20 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი უწყების 11 თანამშრომელს დაუდასტურდა. შსს-ს ცნობით, დადასტურებული შემთხვევებიდან 10 აჭარაში, 1 კი რუსთავში მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი