ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის სკოლის მასწავლებელი ქუთაისში COVID-19-ით გარდაიცვალა

21 სექტემბერი, 2020 • 2520
სოხუმის სკოლის მასწავლებელი ქუთაისში COVID-19-ით გარდაიცვალა

კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან 20 სექტემბერს ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი, 60 წლის ლუდმილა ანუა. ამის შესახებ ცნობილი დღეს, 21 სექტემბერს გახდა.

პაციენტი სოხუმიდან კრიტიკულ მდგომარეობაში გადმოიყვანეს.

რამდენიმე დღის წინ მან ფეისბუკზე მიმართვა გაავრცელა, სადაც წერს, რომ დაინფიცირებამდე “არც მას სჯეროდა კორონავირუსის არსებობის”.

სკოლაში, სადაც ლუდმილა ანუა ასწავლიდა, ორკვირიანი კარანტინი გამოაცხადეს. სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლის 50-ზე მეტ მოსწავლეს მაღალი ტემპერატურა აქვს.

ოფიციალური ცნობით, აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში კიდევ სამი კრიტიკული პაციენტი იმყოფება. ყველა მათგანი მართვით სუნთქვაზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი