ახალი ამბები

შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

20 სექტემბერი, 2020 • 781
შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, კორონავირუსი სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს დაუდასტურდა. უწყების ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევებიდან 10 პირი აჭარაში მუშაობს, 1 კი რუსთავში.

“6 შემთხვევა აჭარაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა. 1 შსს – მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში. 1 ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს ასევე აჭარაში. კორონავირუსის 2 ფაქტი დადასტურდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. აქედან 1 ბათუმში, მეორე კი ქალაქ რუსთავში”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ყველა თანამშრომელი, ვისაც ინფიცირებულებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსის ტესტები გაუკეთდა და ამჟამად დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით იმ შენობებს, სადაც ინფიცირებულები მუშაობდნენ სრული დეზინფექცია ჩაუტარდა.

სამინისტროს განცხადებით, თერთმეტივე თანამშრომელი შესაბამის მკუნრალობას გადის და მათი მდგოამრეობა სტაბილურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი