ახალი ამბები

მე და ჩემს შვილს კრიმინალური პოლიცია უკანონოდ გვითვალთვალებს – დეკანოიძე

20 სექტემბერი, 2020 • 1036
მე და ჩემს შვილს კრიმინალური პოლიცია უკანონოდ გვითვალთვალებს – დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მას და მის შვილს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები უთვალთვალებენ. ამის შესახებ დეკანოიძემ დღეს, 20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“მიმდინარე წლის 17 სექტემბერს კოსტავას და ყაზბეგის გამზირებზე ჩემს შვილს სურათებს უღებდნენ და უთვალთვალებდნენ შავი მანქანიდან, რომლის ნომერიც გვაქვს. რამდენიმედღიანი კვლევის შედეგად ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს მანქანა ეკუთვნის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს, პეტრიაშვილს. ის გლდანის პირველ განყოფილებაში მუშაობს. ამ ყველაფერს წინ უძღვოდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ჩვენი კეთილისმსურველების მხრიდან ჩემი მეგობრების არა ერთი გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობდა მუდმივი ფარული თვალთვალი ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, მათ შორის ჩემს შვილზე. ასევე ამ ადამიანების მხრიდან მიმდინარეობდა მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა”, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, მას და მის შვილს პოლიტიკური მიზნებით უთვალთვალებენ და “ამ ბინძური მეთოდების გამოყენებას რეპრესიული მართმსაჯულების მეშვეობით ხელისუფლება ახდენს”.

მან ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას აღნიშნული საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი