ახალი ამბები

საზმაუს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე სურვილი 8 კანდიდატმა გამოთქვა

19 სექტემბერი, 2020 • 1847
საზმაუს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე სურვილი 8 კანდიდატმა გამოთქვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე სურვილი რვა კანდიდატმა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბრის 19:00 საათზე დასრულდა.

კონკურში მონაწილეთა შორის არიან:

  • ალექსანდრე ვახტანგოვი
  • რევაზი შალიბაშვილი
  • გია ტოგონიძე
  • გოჩა ტყეშელაშვილი
  • ირმა სოხაძე
  • თინათინ ბერძენიშვილი
  • ხათუნა ლაგაზიძე
  • თამაზ ბიბილური
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც არღნიშნულუ პოსტიდან 18 აგვისტოს ვასილ მაღლაფერიძე გადადგა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღო არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების გაჩენის თავიდან ასაცილებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი