ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს წევრ ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

19 სექტემბერი, 2020 • 1592
თბილისის საკრებულოს წევრ ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის საკრებულოს წევრ ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჯიშკარიანმა საკუთარ ფეისბუქზე დაწერა.

“ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი:covid 19 – დადებითი… ყველაფერი კარგად იქნება!” — წერს ჯიშკარიანი.

ჯაბა ჯიშკარიანი “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” წევრია. როგორც ცნობილია, კორონავირუსით ინფიცირებულია ამავე პარტიის კიდევ ორი წევრი, პარლამენტის დეპუტატები: ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი