ახალი ამბები

ვფიქრობთ, საბერძნეთთან ფრენები ნოემბერ/დეკემბრში აღდგება – თურნავა

18 სექტემბერი, 2020 • 1044
ვფიქრობთ, საბერძნეთთან ფრენები ნოემბერ/დეკემბრში აღდგება – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა “რუსთავი 2”-თვის დღეს, 18 სექტემბერს, მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საბერძნეთთან რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, ნოემბერ-დეკემბერში აღდგება. მისივე თქმით, ეს საკითხი თბილისში, UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს ღონისძიებაზე მყოფ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან განიხილეს.

“ერთ-ერთი წევრი ვინც არის ჩამოსული და სტუმრობდა საქართველოს, არის საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მასთან. გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ საკმაოდ სწრაფად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფარგლებში ამ მიმართულებითაც მიმოსვლა აღდგება. [ფრენების აღდგენა] ვფიქრობთ, უფრო ნოემბერი, დეკემბრის საქმეა”,-აცხადებს თურნავა.

ამ ეტაპზე საქართველოს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა სამი მიმართულებით აქვს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები მხოლოდ მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით სრულდება. გუშინ, 17 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 4 ოქტომბრიდან ფრენებს რიგის მიმართულებით შეასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი