ახალი ამბები

„ოცნების“ ბინძური სტრატეგიაა – კაპანაძე „ლელოს“ ოფისთან „მარშის“ აქციაზე

18 სექტემბერი, 2020 • 822
„ოცნების“ ბინძური სტრატეგიაა – კაპანაძე „ლელოს“ ოფისთან „მარშის“ აქციაზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ეხმაურება „ქართული მარშის“ აქციას „ლელოს“ ოფისთან და აცხადებს, რომ ეს „ქართული ოცნების“ სტრატეგიაა.

18 სექტემბერს „ქართულმა მარშმა“ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ „ლელოს“ ოფისთან აქცია გამართა. თავდაპირველად „მარში“ პარტიის ოფისის ბლოკირებას გეგმავდა, თუმცა აქციამ მშვიდ ვითრებაში, ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

რამდენიმე საათში სერგი კაპანაძე ამ ამბავს გამოეხმაურა და „ქართულ მარშს“ უწოდა მმართველი პარტიის „ერთ-ერთი ფრთა, ისევე, როგორც პატრიოტთა ალიანსი“:

„რომ შევხედოთ, თუ ვინ იღებს „ქართულ მარშში“ მონაწილეობას, ისინი არინ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები და დღემდე მათ აქვთ შეხმატკბილებული ურთიერთობები“, – თქვა კაპანაძემ.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორ ილაშქრებდა ქართული მარში 20 ივნისის მიტინგის შემდეგ ახალგაზრდების წინააღმდეგ, სხვათა შორის, „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ. ახლა, როგორც ჩანს, „ლელო“ ამოიღეს სამიზნეში“, – განაცხადა მან.

როგორც პარტიის პრესსამსახური იუწყება, კაპანაძემ დღევანდელი ფაქტი შეაფასა, როგორც „ქართული ოცნების ჩვეულებრივი, წინასაარჩევნო ბინძური სტრატეგია, გამოიყენოს თავისი სატელიტები ასეთი ტიპის მივარდნებისთვის, ძალადობისთვის, დაშინებისთვის და ა.შ“.

„მთელი იდეა იმ ცვლილებების, რომლებიც მოხდება არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება დამარცხდება, იქნება ის, რომ ასეთი პრორუსული ჯგუფები აღარასოდეს იქნება გამოყენებული მხრიდან და არ მოხდება არც მათზე ხელის დაფარება და არც მათ დანაშაულებებზე თვალის დახუჭვა“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.


„ქართული მარშის“ მისვლის შემდეგ პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ „ლელოს“ ლიდერები და მხარდამჭერებიც. მათ „მარშის“ წევრებისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.

როგორც „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ განაცხადა, მსგავსი აქციების მიზანი იმ გაბედული ნაბიჯებისა და სიახლეების გადაფარვაა, რომელიც „ლელოს“ ქართულ პოლიტიკაში შეაქვს:

“ქართულმა მარშმა” მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ “ლელოს” ოფისთან აქცია გამართა

მასალების გადაბეჭდვის წესი