ახალი ამბები

“ქართულმა მარშმა” მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ “ლელოს” ოფისთან აქცია გამართა

18 სექტემბერი, 2020 • 1488
“ქართულმა მარშმა” მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ “ლელოს” ოფისთან აქცია გამართა

“ქართულმა მარშმა” მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ “ლელოს” ოფისთან აქცია გამართა. “ქართული მარშის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გაბედავა “ლელოს” დამფუძნებელს მოსახლეობის გაღარიბებაში ადანაშაულებს და მას მევახშეს უწოდებს.

“ქართულმა მარშმა” “ლელოს” წევრებს მოუწოდა, მამუკა ხაზარაძეს გაემიჯნონ და “სამშობლოს სამსახურში ჩადგნენ”. თავდაპირველად “მარში” პარტიის ოფისის ბლოკირებას გეგმავდა, თუმცა აქციამ მშვიდ ვითრებაში, ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ “ლელოს” ლიდერები და მხარდამჭერებიც, მათ “მარშის” წევრებისგან პოლიციის კორდონი ყოფდა. როგორც “ლელოს” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ განაცხადა, მსგავსი აქციების მიზანი იმ გაბედული ნაბიჯებისა და სიახლეების გადაფარვაა, რომელიც “ლელოს” ქართულ პოლიტიკაში შეაქვს:

“რაც ხდებოდა, ეს არის უტყუარი დადასტურება, რომ “ლელო” არის ძალა, რომელიც ძალიან მალე  ქვეყანაში შეცვლის ხელისუფლებას, გამოიყვანს ქვეყანას სიდუხჭირიდან და არის ის პატრიოტი პარტია, რომელიც გააკეთებს ყვლეაფერს, რაც სჭირდება ჩვენს მოახლეობას. მსგავსი აქციების მიზანია გადაიფაროს ის გადადგმული გაბედული ნაბიჯები და სიახლე, რაც ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა, იმედი, რაც მოსახლეობას აქვს, რომ მათი ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ”, – ამბობს ლევან კობერიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი