Interviewsახალი ამბები

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

18 სექტემბერი, 2020 • 1252
თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული პირი ბოლო ერთი კვირა დისტანციურად მუშაობდა.

თუმცა, როგორც მერიაში ამბობენ,  ინფიცირებულთან სავარაუდო კონტაქტში მყოფ თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მათივე ინფორმაციით, ტესტირების პასუხები დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი