საგარეჯოში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით კი ასევე 1 პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
“გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა”, — ნათქვამიას შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე (გაუპატურება), 126-ე (ძალადობა) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით აწარმოებს.