ახალი ამბები

ბელარუსი საზღვრებს კეტავს ლიტვასთან და პოლონეთთან – ლუკაშენკო

17 სექტემბერი, 2020 • 1005
ბელარუსი საზღვრებს კეტავს ლიტვასთან და პოლონეთთან – ლუკაშენკო

ბელარუსი ლიტვასთან და პოლონეთთან საზღვრებს კეტავს, უკრაინის საზღვართან კი სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს. ამის შესახებ ბელარუსული და სხვა მედიასაშუალებები იტყობინებიან ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებებზე დაყრდნობით.

“გვიწევს, გავიყვანოთ სამხედროები ქუჩებიდან და ჩავკეტოთ საზღვრები დასავლეთით, პირველ რიგში, ლიტვასთან და პოლონეთთან. სამწუხაროდ, ასევე იძულებულნი ვართ, გავაძლიეროთ სახელმწიფო საზღვარი მოძმე უკრაინასთან”, – აღნიშნა მან მინსკში მიმდინარე ქალთა ფორუმზე საუბრისას.

როგორც “რადიო თავისუფლების” ბელარუსული ბიურო აღნიშნავს, ჯერ უცნობია, რას ნიშნავს და როგორ აისახება ლუკაშენკოს ეს სიტყვები პრაქტიკაში.

ლიტვა და პოლონეთი მწვავედ აკრიტიკებენ ლუკაშენკოს ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი ქმედებებისთვის. ისინი მას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი