ახალი ამბები

ლარი დოლართან 3 თეთრით გაუფასურდა

17 სექტემბერი, 2020 • 726
ლარი დოლართან 3 თეთრით გაუფასურდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 3.39 თეთრით გაუფასურდა და, შესაბამისად, 18 სექტემბრისთვის 1 დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.19 ლარი გახდა.

1.63 თეთრით გაუფასურდა საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროსთანაც, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.76 ლარია.

გუშინ, 16 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. გუშინვე ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მსგავსი სავალუტო ინტერვენციები გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი