ახალი ამბები

Mastercard-სა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

17 სექტემბერი, 2020 • 801
Mastercard-სა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის  მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას.

დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ მიდგომები ხარჯვის ტენდენციებთან დაკავშირებით, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა დონეზე, ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროს აღდგენას, რომელიც ამჟამად უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას.

Mastercard და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ასოციაცია ერთად შესთავაზებენ ტურისტებს Mastercard Tourism Insight-ის პლატფორმას. რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ, 360 გრადუსიან ხედვას თანამედროვე მოგზაურობაზე, როგორც მის დაწყებამდე, ასევე დასრულების შემდგომ პერიოდში. Mastercard Tourism Insight ერთ მარტივად გამოსაყენებელ ტექნოლოგიაში აერთიანებს საჯაროდ ხელმისაწვდომი საძიებო სისტემის და აგრეგირებული შესყიდვების ტენდენციებს.

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარდა ამისა, კომპანია შეეცდება ხელი შეუწყოს გადახდის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის, Mastercard-ის პარტნიორ ბანკებსა და ბიზნესებში, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც COVID-19 პანდემიის რეალობაში, Mastercard ეხმარება ტურიზმის სექტორს. ამ ზაფხულს მან წამოიწყო კამპანია “გამარჯობა ზაფხულო”, რათა ხელი შეუწყოს შიდა ტურიზმს და მომხმარებლებს, ხელახლა აღმოაჩინონ მონატრებული ადგილები საქართველოში. განსაკუთრებული შეთავაზებები TKT.ge-სთან და საქართველოს რკინიგზასთან ერთად, შეუფასებელი ემოციები Mastercard-ის ზონაში ბათუმის სანაპიროზე, საჩუქრები და აქციები Wolt, Coca-Cola და სხვადასხვა პარტნიორთან ერთად, განხორციელებული აქტივობების არასრული ჩამონათვალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი