ახალი ამბები

თსუ-ს საერთო საცხოვრებელში მყოფ სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

17 სექტემბერი, 2020 • 884
თსუ-ს საერთო საცხოვრებელში მყოფ სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ერთ-ერთ სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, გუშინ, 16 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტის დაინფიცირების წყარო თსუ არ არის. ის ცხელების ცენტრშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, დაინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია”, – წერია განცხადებაში.

ამასთან, უნივერსიტეტის ცნობით, ბაგების საერთო საცხოვრებელს გუშინვე ჩაუტარდა დეზინფექცია, ინფიცირებულ სტუდენტთან მყოფი პირები კი კარანტინში არიან გადაყვანილი. უშუალოდ საერთო საცხოვრებელში კი დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა.

მასალების გადაბეჭდვის წესი