ახალი ამბები

ბათუმის და რუხის რესპუბლიკური კლინიკები ჩეხეთისგან 371 000 ევროს აღჭურვილობას მიიღებს

17 სექტემბერი, 2020 • 903
ბათუმის და რუხის რესპუბლიკური კლინიკები ჩეხეთისგან 371 000 ევროს აღჭურვილობას მიიღებს

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს განცხადებით, ამოქმედდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერის ახალი ინიციატივა, ”Tied Financial Donation”, რომლის ფარგლებშიც რესპუბლიკური საავადმყოფოები ბათუმსა და რუხში ჩეხურ სამედიცინო აპარატებს მიიღებენ.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს განცხადებით, ორივე საავადმყოფო ახლად აშენებულია და ნაწილობრივად დაიწყეს ფუნქციონირება ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელების შემდეგ. თუმცა ყველა განყოფილებას არ აქვს საჭირო აღჭურვილობა:

” დახმარება მიზნად ისახავს ორივე საავადმყოფოს თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას მათ მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი. პირველად მის ისტორიაში საავადმყოფო მოქალაქეებს სამეანო და პედიატრიულ სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს და საამისოდ ჩეხური პროდუქციის გამოყენებაა გათვალისწინებული. ამასთანავე, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო გათვლილია 220 საწოლზე და ახალი აღჭურვილობის მიღებით ქირურგიული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გაუმჯობესება მოხდება”, – აცხადებენ სააგენტოში.

ამასთან, თანამშრომლობა მოიცავს ტრენინგებს საავადმყოფოების პერსონალისთვის, რომელსაც ჩეხი პროფესიონალები უზრუნველყოფენ:

“ისინი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ პერსონალს და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას გაამარტივებენ. ჩეხეთის რესპუბლიკა მომავალშიც გააგრძელებს ორივე საავადმყოფოსთვის დახმარების გაწევას”, – აცხადებენ სააგენტოში.

ჩეხეტის განვითარების სააგენტოს განცხადებით, ახალი აღჭურვილობის მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდება 2020 წლის ბოლომდე. აღჭურვილობის საერთო ღირებულება 371 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 186 000 ევროს, ხოლო რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფო 185 000 ევროს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი