კატერინა დემეტრაშვილი 22 წლისაა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. კატერინა დემეტრაშვილი აშშ-ში, ტეხასში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა და ერთი წლის ასაკიდან პრაღაში ცხოვრობს.
იგი ჩეხეთის პარლამენტში „მეკობრეების“ პარტიიდან მოხვდა და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატია.
ჩეხეთის მეკობრეთა პარტია 2009 წელს დაარსდა და ის პროევროპულ, ლიბერალურ პარტიას წარმოადგენს. არჩევნებამდე მიცემულ ინტერვიუებში დემეტრაშვილი აკრიტიკებდა მილიარდერ ანდრეი ბაბიშისა და მისი პოპულისტური პარტიას, რომელთა გამარჯვებითაც დასრულდა არჩევნები.
“აუცილებელია, შეიქმნას დემოკრატიული კოალიცია და არ დაუშვას ანდრეი ბაბიშის დაბრუნება ხელისუფლებაში. ანდრეი ბაბიში უკვე აღარ არის ის, ვინც პოლიტიკაში პირველად შემოვიდა. ის ფაქტობრივად ჩეხი ტრამპია – ამის თქმა არ მეშინია”, – ამბობდა ის.








