ახალი ამბები

როგორია ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით — ეზუგბაიას განმარტება

17 სექტემბერი, 2020 • 990
როგორია ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით — ეზუგბაიას განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს, 17 სექტემბერს გამოვლენილი კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარაში — 126,
  • იმერეთში – 16,
  • თბილისში — 15,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში — 7,
  • მცხეთა-მთიანეთში — 7,
  • გურიაში — 4,
  • კახეთში — 4.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში არის 9 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მძიმე პაციენტების რაოდენობა კი 60-იდან 70-მდეა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2937 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა მოცემული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა და ამჟამად 1422-ს შეადგენს.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 1 500-მდე აქტიური შემთხვევაა.

კარანტინის რეჟიმშია 6633 მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი