ახალი ამბები

სროლა რაგბის კავშირში, დაჭრილია ერთი ადამიანი

16 სექტემბერი, 2020 • 1445
სროლა რაგბის კავშირში, დაჭრილია ერთი ადამიანი

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის კავშირში ადასტურებენ.

კავშირის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი. მისივე ინფორმაციით, ხარაზიშვილი ფეხშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

“ნეგაზეთი” მეტი დეტალის გასარკვევად რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი