ახალი ამბები

როგორ ნაწილდება ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით — ეზუგბაიას განმარტება

16 სექტემბერი, 2020 •
როგორ ნაწილდება ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით — ეზუგბაიას განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, დღეს, 16 სექტემბერს დადასტურებული კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ბათუმში — 144,
  • ქობულეთში — 1,
  • თბილისში — 29,
  • ქუთაისში — 7,
  • საჩხერეში — 1,
  • გორში — 4,
  • გარდაბანში — 3,
  • ოზურგეთში — 4,
  • ზუგდიდში — 2,
  • ფოთში — 1,
  • მცხეთაში — 1.

“როგორც ხედავთ, დიდი ნაწილი კვლავ აჭარაზე მოდის, რის გამოც მნიშვნელოვანი ძალებია აჭარისკენ მიმართული და იმედი გვაქვს, რომ ძალიამ მალე მოხდება შემთხვევების შემცირება და ლოკალიზება და, ალბათ, ლიკვიდაციაც დროზე უნდა მოხდეს აჭარის სივრცეში”, — განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2758 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა მოცემული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 31-ით გაიზარდა და ამჟამად 1412-ს შეადგენს.

ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1300-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი