დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის ვაქცინა გაიკეთონ. მისი თქმით, წელს სახელმწიფომ რისკჯგუფების ასაცრელად ვაქცინის 135 000 დოზა შეიძინა, თუმცა ცდილობს ეს რაოდენობა გააორმაგოს.
გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მსოფლიოში გრიპის ვაქცინის სერიოზული დეფიციტია:
“წელს ვიყიდეთ 135 000 ვაქცინა, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში უნდა შემოვიდეს ქვეყანაში, მაგრამ ვცდილობთ კიდევ გავაორმაგოთ და მეტი დოზა ვიყიდოთ, თუმცა სერიოზული დეფიციტია მსოფლიო ბაზარზე გრიპის ვაქცინის. რა თქმა უნდა, სასურველია გრიპის ვაქცინა და ჩვენ ვცრით ძირითადად რისკჯგუფებს” ,- ამბობს ამირან გამყრელიძე “რუსთავი 2-თან”.