ახალი ამბები

გამყრელიძის თქმით, მსუბუქ COVID შემთხვევებს ბინაზეც უმკურნალებენ

15 სექტემბერი, 2020 • 969
გამყრელიძის თქმით, მსუბუქ COVID შემთხვევებს ბინაზეც უმკურნალებენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებს, საკარანტინო სივრცეების გარდა, ბინაზეც უმკურნალებენ, პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობით:

“დაიწყო თბილისში და განსაკუთრებით აჭარაში მსუბუქი შემთხვევების საკარანტინო სივრცეებში მართვა. ჯერ, ჰოსპიტალში რამდენიმე დღე სრული გამოკვლევა და შემდეგ, მესამე- მეოთხე დღიდან საკარანტინო სივრცეში მართვა. ასევე, აჭარაში მალე იწყება სახლში ანუ ბინაზე მართვა პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ. ეს ეხება მხოლოს მსუბუქ შემთხვევებს”, – ამბობს გამყრელიძე “რუსთავი 2-თან” ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი