ახალი ამბები

შსს: პოლიციამ გორში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

15 სექტემბერი, 2020 • 782
შსს: პოლიციამ გორში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა გორში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.

უწყების ცნობით,  1994 წელს დაბადებულ თ.თ-ს განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი:

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების  ნიადაგზე, ნაცნობს – 1983 წელს დაბადებულ გ.ბ-ს ცივი იარაღის გამოყენებით  სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული  ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”, – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით  მიმდინარეობს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი