ახალი ამბები

დარიალის სასაზღვრო პუნქტთან ორი მკვლელობა მოხდა

15 სექტემბერი, 2020 • 1072
დარიალის სასაზღვრო პუნქტთან ორი მკვლელობა მოხდა

ყაზბეგში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 14 სექტემბერს სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “დარიალის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებულ ვ.გ-ს მამას – 1956 წელს დაბადებულ ა.გ-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, 1981 წელს დაბადებულმა ა. მ-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ა.გ. გარდაიცვალა.

ამის შემდეგ, გარდაცვლილის შვილმა ვ.გ-მ, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა.მ-ს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

პოლიციამ ვ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი