ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო

15 სექტემბერი, 2020 • 819
სომხეთის სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო

დღეიდან, 15 სექტემბრიდან სომხეთის სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო.

სომხური მედიის ცნობით, სკოლებში გარკვეული ეპიდემიოლოგიური ზომები ამოქმედდა – სკოლაში მყოფი ყველა პირი- მოსწავლეებიც და მასწვლებლებიც- ვალდებული არიან ატარონ პირბადეები და თან იქონიონ ანტისეპტიკური საშუალებები. სწავლის დაწყებამდე კი ყველა მასწავლებელს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთეს.

კორონავირუსის მზარდი გავრცელების გამო, სომხეთში 2019 წლის სასწავლო წლის ბოლო სემესტრში სწავლება, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, ონლაინ მიმდინარეობდა.

დღეის, 15 სექტემბრის ოფიციალური სტატისტიკით, სომხეთში კორონავირუსის 150 შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში კი, რეგისტრირებულ დაინფიცირებულთა რაოდენობამ 46 119 შეადგინა. ოფიციალური ცნობითვე, ამჟამად 2 975 პაციენტი მკურნალობს. 1 203 პაციენტი კი  გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი